- სახელწოდება: ,,ჩვენი სკოლა ნარკომანიის გარეშე''
- მნიშვნელობა-აქტუალობა: მოსწავლეები ავრცელებენ საინფორმაციო ბუკლეტებს,რომლებზეც თავად მუშაობდნენ, იკვლევდნენ სტატისტიკურ მონაცემებს,თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ნარკოტიკებისაგან.აკეთებენ თვალსაჩინოებებს,სტენდებსა და კედლის გაზეთებს იმ ცნობილი ადამიანების ფოტოებით,რომლებიც ნარკოტიკმა იმსხვერპლა. მაგ: ფრედი მერკურის ფოტო, მოათავსეს კედლის გაზეთის ცენტრში, რადგანაც ყველა მნახველს ზარავს,მისი გამხდარი სახე და ჩაცვენილი კბილები.
- მიზნები და შედეგები: მოსწავლეები იგებენ,თუ რა დამღუპველი შედეგები მოსდევს ნარკომანიას.ატარებენ გამოკითხვას,არა მარტო სკოლის მაშტაბით,არამედ მის ფარგლებს გარეთაც.აკეთებენ სლოგანებს,მაგ: ,,ნარკომანია-დაჩოქილი კაცის სინდრომი'' ,,ნარკომანია კლავს'' და აშ.
- შეფასების საგანი და პროცედურები: მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად. შეფასებისას მნიშვნელობას ვანიჭებ,ზეპირ მსჯელობას,პრეზენტაციის წარმართვის უნარს, ისტ-ის გამოყენებას,პრესიდან სტატიების მოძიებას. დავალებებს ვაძლევ შესაძლებლობების მიხედვით.
- რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ? მოსწავლეებმა იციან რომ,ნარკომანია დამღუპველია და იწვევს ისეთ დაავადებებს,როგორიცაა შიდსი და აივი,რომ ეს ყველაფერი იწვევს პათოლოგიებს ორსულებში და საშიშია მომავალი თაობებისთვის.
- მასალა და ტექნიკური რესურსები: x-კლასის მოსწავლეები,რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ინტერნერზე.ცნობილი ადამიანების ფოტოები,რომლებიც იმსხვერპლა ნარკომანიამ და შიდსმა.სხვადასხვა დროის პრესა და ბუკლეტები ილუსტრაციებით.
პროექტი
Monday, July 12, 2010
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)